26 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
როგორ ჩაიარა კანის 76-ე კინოფესტივალმა და როგორ წარსდგა საქართველო კინოსამყაროს ერთ-ერთი მთავარი მოვლენაზე

კინოსამყაროს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა - კანმა 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლა. რობერტ დე ნირო, ლეონარდო დი კაპრიო, მარტინ სკორსეზე, პედრო ალმადოვარი, ჯონი დეპი - ესენი არიან ის კინო-ლეგენდები, რომლებიც წლევანდელ ფესტივალზე კანში ჩავიდნენ. ყოველი წლის გაზაფხულზე კანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა. მსახიობები, რეჟისორები და კინო-მწარმოებლები ცდილობენ ეს პლატფორმა გამოიყენონ სხვადასხვა მესიჯის გასავრცელებლად. წელს არაერთმა ვარსკვლავმა სხვადასხვა ფორმით ევროპის შუაგულიდან გააპროტესტა რუსეთის ომი უკრაინაში.

კანში ჩასულ მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა მსოფლიო პრემიერებს. კინოფესტივალის კინობაზრობაზე სააგენტომ "აწარმოე საქართველოში," ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ქართული პავილიონი წარადგინა. უცხოელ კინომწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე კინო წარმოების პირობებს.

გარდა ამისა, კანის კინოფესტივალზე რამდენიმე ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა. ელენე ნავერიანის სურათმა "შაშვი შაშვი მაყვალი" კრიტიკოსთა მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო.

დღის ამბები