26 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ ტვიტერში ულოცავს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს ამ ისტორიულ დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე სომხეთის ისტორიაში და მოწმობს სომეხი ხალხის გამბედაობაზე და მონდომებაზე.

"გულითადად ვულოცავ სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ამ ისტორიულ დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე სომხეთის ისტორიაში და მოწმობს სომეხი ხალხის გამბედაობაზე და მონდომებაზე. ჩვენს მეგობრებს ვუსურვებ წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას," - წერს პაპუაშვილი.

დღის ამბები