26 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
მჯერა ჩვენი ხალხის საღი აზრის, დემოკრატია და თავისუფლება აუცილებლად მოვა ამ ქვეყანაში - თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა ანკარაში უკვე მისცა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მისი შეფასებით, არჩევნები ძალიან რთულ პირობებში იმართება.

"მე ვიწვევ ყველა ჩვენს მოქალაქეს საარჩევნო ყუთებთან, რათა საბოლოოდ შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატია და თავისუფლებები, იმ მიზნით რომ თავიდან ავიცილოთ ჩაგვრა და ავტორიტარული რეჟიმი. ყველამ უნდა მისცეს ხმა და დაიცვას საარჩევნო ყუთი, რადგან ეს არჩევნები ძალია რთულ პირობებში მიმდინარეობს. ჩვენს წინააღმდეგ ყველა სახის ცილისმწამებლური კამპანია აწარმოეს. მე ვენდობი ჩვენი ხალხის საღ აზრს. დემოკრატია და თავისუფლება, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში აუცილებლად მოვა. ხალხს შეეძლება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში მშვიდად გადაადგილება და პოლიტიკოსების გაკრიტიკება სურვილისამებრ," - განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

დღის ამბები