1 500 ადამიანი დააკავეს ნიდერლანდებში საპროტესტო აქციაზე.
საწვავის სუბსიდირების შეწყვეტის მოთხოვნით, მათ ჰააგის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შედეგადაც პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.