მკვლელობა აჭარაში - დაკავებულია სამი პირი. ერთი კი, რომელმაც ქვეყანა დატოვა ამ დრომდე იძებნება. ამ წუთებში, სასამართლო დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. მოკლული 20 წლის ახალგაზრდაა. გიორგი ალხანაშვილი მეგობარმა ჯერ ცივი იარაღით სასიკვდილოდ გაიმეტა, შემდეგ სოფელ ლეღვაში სხვა მეგობრების დახმარებით დამარხა.
20 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან დედოფლისწყაროში გადაასვენეს. "კურიერი" მოკლულისა და ბრალდებულების ოჯახებში იმყოფებოდა.
გიორგი ალხანაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, გარდაცვლილი კი დედამ პირადი ნივთების საშუალებით ამოიცნო.
"კლასელები იყვნენ პირველი კლასიდან. წაიყვანა სტუმრად, სტუმარი მოკლა და დამარხა. 8 დღე იყო მიწაში ბავშვი დამარხული. დასახიჩრებულია გვამი, ვერ ამოიცნობა ფიზიკურად, მხოლოდ ნივთებით შეძლო დედამ ამოცნობა, ჯვრით. დედამ მეორე დღესვე დაიწყო მოკითხვა, მაგრამ ეუბნებოდნენ რომ სახლში წამოვიდაო,“ - ამბობს მოკლული გიორგი ალხანიშვილის ოჯახის ახლობელი, თამარ საკანდელიძე.