26 ნოემბერი 2024,   12:58
ვრცლად
ატრაქციონები, ტკბილეულის კუთხე, ანიმატორები და ზღაპრის გმირები- დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე ყველა მეტი აქტივობა ბავშვებისთვის მოეწყო

რუსთაველის გამზირზე დილიდან ხალხმრავლობაა. 26 მაისს ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი სწორედ დედაქალაქის ცენტრში აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღეს, განსაკუთრებით ბევრი აქტივობა პატარებისთვის დაიგეგმა, მათთვის მოეწყო ატრაქციონები, ტკბილეულის კუთხე, ადგილზე იყვნენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. 

დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო, ქართული ავიაციის ას წელსაც აღნიშნავს. რუსთაველის გამზირზე და მეტროსთან, მთელი დღის განმავლობაში იდგა ქართველი ავიაკონსტრუქტორების მიერ შექმნილი თვითმფრინავი და პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინსტალაცია. ქუჩებში მოწყობილი იყო ღვინისა და კვების კუთხეებიც. გარდა ამისა, თბილისის ცენტრში მისულ მოქალაქეებს 150-ზე მეტი ქართველი მეწარმის პროდუქციის შეძენაც შეეძლოთ.

დღის ამბები