გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე მარკ კლეიტონი ავრცელებს, რომელიც ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მეფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: "მსურს, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთულ პერიოდში," - წერია მეფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.