26 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
თუ ჩვენ ასე მოგვიდგებიან, რომ ფრენები თუ იქნება, ამის გამო სტატუსს ვერ მიიღებთ, ეს არის ორმაგი სტანდარტი - სოზარ სუბარი

"როდესაც ჩვენ გვთხოვენ, რომ ავკრძალოთ ფრენა, როცა იმავეს არ, ან ვერ სთხოვენ, ვერ უბედავენ ისრაელს, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, აღარ ვამბობ ჩინეთზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან არათანასწორ მდგომარეობაში ჩვენი ჩაყენების მცდელობა,"-განაცხადა გადაცემაში "პოლიტიკურ პოსტი" "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ეს ჩანს ყველა კვლევაში და მთავარია, ევროკავშირს ჰქონდეს პოლიტიკური ნება, რომ გადადგან ის ნაბიჯი, რასაც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს.

"ბუნებრივია, 100% სუვერენიტეტი არცერთ ქვეყანა არ გააჩნია. როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ხარ, თამაშის გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილო და მიიღო. იგივე ჩვენ, სანქციების იმ ნაწილს, რომელსაც შეერთებული ვართ, შეერთებული ვართ სწორედ იმიტომ, რომ ვართ ამ საერთაშორისო თამაშის წესების ნაწილი. ამიტომ მე იმდენად სუვერენულ უფლებების ჩარევაზე კი არ გავამახვილებდი ყურადღებას, არამედ რატომ გვექცევიან ასე. ცნობილი გამოთქმაა; "რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს,"- ზუსტად ეს არის. თვითონ ვაჭრობენ ყველა იმ თემით, რომელიც მიაჩნიათ მათთვის მნიშვნელოვნად. ომის დაწყების შემდეგ აშშ-ს-ის ვაჭრობა რუსეთთან სასუქებით დაახლოებით 400% გაიზარდა (ყიდულობენ სასუქს და ამდიდრებენ რუსეთი ბიუჯეტს).

არის სფეროები, სადაც არ შემცირებულა ვაჭრობა არანაირად. ევროპაზე ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვთ, რომ შეწყვიტონ ვაჭრობა მთელი რიგი პროდუქციის. განსაკუთრებით ეს ეხება გაზსა და ნავთობს იმიტომ, რომ აშშ არის გაზის და ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოში. მას უნდა, რომ თავისი ნავთობით და გაზით ჩაანაცვლოს რუსეთი ევროპაში. საერთოდ არ ითხოვენ ალმასით ვაჭრობა რომ შეწყდეს (რუსული ალმასი მომგებიანი, მაგრამ არა სტრატეგიულია). ალმასის გარეშე გაძლებს ქვეყანა, გაზის და ნავთობის გარეშე კი გაუჭირდება. ალმასით გაამდიდრებ რუსეთს, თუ გაზით და ნავთობით, რა მნიშვნელობა აქვს, ორივეთი შეიძლება იარაღი იყიდოს. 20 მილიონი ევროს ვაჭრობა აქვს ევროკავშირს დღის განმავლობაში რუსეთთან (მარტო გაზზე), რასაც ჩვენ ვვაჭრობთ წლის განმავლობაში, ის ვაჭრობს 4 დღის განმავლობაში. თუმცა ერთია, რაც ღიად ჩანს წყაროებში, მეორეა, მაგალითად, აღარ შედის რუსული ბენზინი და დიზელი პირდაპირი გზით ევროკავშირში, მაგრამ მკვეთრად გაიზარდა რუსული ნავთობის გადამუშავება ინდოეთში და ტუნისში. ინდურმა და ტუნისურმა ბენზინმა და დიზელმა წალეკა ევროპა, ანუ რუსული ნავთობპროდუქტები ჩვეულებრივად შედის ევროპაში, უბრალოდ ევროპელები უფრო მეტს იხდიან მასში იმიტომ, რომ რუსეთიდან ჯერ ინდოეთში ჩადის ტანკერებით, მუშავდება და ისევ ტანკერით მიდის ევროპაში, უძვირდება ევროპელს, თუმცა ეს დამკვეთს ნაკლებად აინტერესებს. ევროპაში გაზსადენზე კიდევ რუსული გაზი მკვეთრად შემცირდა და მკვეთრად გაზიარდა თხევადი გაზი. დღეს, როდესაც ლაპარაკია (და ისევ ამერიკელების მოთხოვნაა), რომ საერთოდ შეწყდეს გაზსადენებით გაზის მიწოდება ევროპაში, ეს არ ეხება იმ გაზსადენს, რომელიც უკრაინის გავლით გადის (ანუ უკრაინას უნდა დარჩეს ის მოგება, რასაც იღებს რუსული ტრანზიტიდან).

როდესაც ჩვენ გვთხოვენ, რომ ავკრძალოთ ფრენა, როცა იმავეს არ, ან ვერ სთხოვენ, ვერ უბედავენ ისრაელს, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, აღარ ვამბობ ჩინეთზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან არათანასწორ მდგომარეობაში ჩვენი ჩაყენების მცდელობა. მეორე, რასაც ჩვენთან ამბობენ ჩვენი ოპოზიციონერები, თუ ვითომ ანალიტიკოსები - თუ კი ამით ჩვენ დავაზიანებთ ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც არის არასწორად საკითხის დასმა და იცით რატომ? ევროკავშირი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხს თუ სამართლიანად მიუდგება, მაშინ არანაირად არ უნდა დააზიანოს იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს თურქეთს, რომელიც ამავე დროს ნატოს წევრი ქვეყანაა და ევროკავშირი მას არ ეუბნება, რომ სტატუსს წაგართმევ თუ არ შეწყვეტთ რუსეთთან ფრენებს. თუ ჩვენ ასე მოგვიდგებიან, რომ ფრენები თუ იქნება ამის გამო სტატუსს ვერ მიიღებთ, ე.ი ეს არის ორმაგი სტანდარტი. ამ ორმაგი სტანდარტის მიზეზი ის კი არაა, რომ ფრენები აღდგა, უბრალოდ მიზეზი სხვა აქვთ და ეძებენ საბაბს. ამ საბაბზე არ გამოადგებათ თვითმფრინავი, გამოიყენებენ სხვა რამეს. მთავარია, მათ ჰქონდეთ პოლიტიკური ნება, რომ გადადგან ის ნაბიჯი, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს , - ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება (ამ ეტაპზე) და შემდეგ უკვე - წევრობა. თუ დემოკრატიული დონით არის ლაპარაკი, კანდიდატის სტატუსს რომ ვიმსახურებთ, ეს ჩანს აბსოლუტურად ყველა კვლევაში, არა მხოლოდ სხვა კანდიდატის წევრობის ქვეყნებთან შედარებით, არამედ ბევრ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი,"-განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები