26 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
რა სიმბოლიკა უნდა იყოს გამოფენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ევროკავშირის დროშა ოპოზიციის პრეტენზიების ახალი მიზეზი გახდა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო გაფორმებასთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას უპასუხა. საუბარია პარლამენტის წინ გამოკრულ ბანერებზე, რომელიც ოპოზიციამ ევროკავშირის სიმბოლიკის არგამოყენების გამო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებად გამოაცხადა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ცენტრალური ქუჩის მორთულობა წლის თემატიკის მიხედვით იცვლება - წელს კი დეკორაციები თავისუფლების თემას ეძღვნება. ფაშიზმი დემოკრატიის სახელით - ასე აფასებენ სახელისუფლებო პარტიის ლიდერები ოპოზიციის რიტორიკას და ამბობენ, რომ კამპანიის მიზანი ეროვნული დღესასწაულის ჩაშლაა.

26 მაისი დეკორაციებთან დაკავშირებით დღეს განმარტება მთავრობის ადმინისტრაციამ და ღონისძიების ორგანიზატორებმაც გააკეთეს. ”ევროპისკენ” , ”მე რუსთაველის ქვეყანა ვარ” ”დამოუკიდებლობის 100 წელი” - ეს იმ გზავნილების არასრული ჩამონათვალია, რომლის მიხედვითაც მთავარ გამზირის მორთულობა ყოველწლიურად იცვლება. ორგანიზატორების თქმით წელს ღონისძიების თემატიკა სლოგანის ”თავისუფლების სიყვარულით” -მიხედვით მოეწყო.

მიუხედავად განმარტებებისა, მწვავე კრიტიკული რიტორიკა დღეს ოპოზიციას არ შეუცვლია, თუმცა 2022 წლის გარდა, კიდევ რომელ წელს იყო ევროგაერთიანების სიმბოლიკა დამოუკიდებლობის დღის ბანერებზე - ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გასცა. ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდებლო ორგანოს ფასადის წლევანდელ მორთულობას ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილებად აღიქვამენ.

სპეკულაციები და საზოგადოების გრძნობებით მანიპულირება დაინახეს ოპონენტების განცხადებებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სისხლისღვრა მოაწყო, საზეიმო ღონისძიებების კრიტიკის მორალური უფლებაც კი არ აქვს. მმართველი ძალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია არა სიმბოლოებით არამედ, "ოცნების" ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერით არის დაცული.

ეროვნულ დღესასწაულზე გამოყენებულ სიმბოლიკაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს ეროვნული დროშის მიმართ მიუღებლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საზეიმო მორთულობის ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირება მიზანმიმართული სიცრუეა. პარლამენტის სპიკერმა ოპოზიციას დღეს ისიც შეახსენა, რომ ევროკავშირის დროშა, როგორც პარლამენტის, ისე ყველა სამთავრობო შენობის წინ არის აღმართული.

26 მაის საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. წელს საზეიმო ღონისძიებების მთავარი გზავნილი - "თავისუფლების სიყვარულით" იქნება.

დღის ამბები