დამოუკიდებლობის დღე - ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად ემზადება. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში, ღონისძიებებია დაგეგმილი.
ამ წუთებში, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ორგანიზატორები ბოლო დეტალებს გადიან. ხვალ, ქვეყანა დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. "თავისუფლების სიყვარულით" - ეს არის წელს სლოგანი.
ხვალინდელი დღე უკვე ტრადიციად ქცეული ცერემონიით დაიწყება - 11 საათზე წვევამდელები ფიცს მთელს საქართველოში ერთდროულად დადებენ. მთელი დღის განმვალობაში კი ცენტრალურ მოედნებზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, მათ შორის ღვინის, კვების, სპორტის და მუსიკალური კუთხეები. „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, 100-ზე მეტი მეწარმე საკუთარ პროდუქციას გამოფენს.
ყველგან იქნება პროგრამა ბავშვებისთვის, 20:00 საათზე კი გაიმართება გალა კონცერტი.