26 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
სპეცოპერაცია ბელგოროდში და პანიკაში ჩავარდნილი რუსები - იმ ადგილებში, სადაც დივერსიული ჯგუფები გამოჩნდნენ, ხალხის ევაკუაცია დაიწყეს

რუსეთის ტერიტორიაზე მეორე დღეა უკრაინული დროშა ფრიალებს. ქალაქ ბელგოროდსა და რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, დივერსიული ჯგუფები, რომლებიც თავს თავისუფალი რუსეთის ლეგიონს უწოდებენ, სპეცოპერაციებს ატარებენ. რუსები პანიკაში არიან, რადგან დივერსანტები მათ ჰაერიდან დრონებითაც უტევენ. ბელგოროდის სამხედრო კომისარიატის წარმატებული შტურმის შემდეგ, აფეთქებები მოხდა ეფესბესა და პოლიციის განყოფილებებშიც.

სიტუაცია ბელგოროდის ოლქში იმდენად მძიმეა, რომ კრემლიც კი შეშფოთდა. უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიაზე კონტრდივერსიული ოპერაცია დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. მხარის გუბერნატორი მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლები არ დატოვონ, იმ ადგილებში კი სადაც დივერსიული ჯგუფები გამოჩნდა, ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. შეტაკებების შედეგად დაჭრილია ათეულობით მოქალაქე. რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ პროუკრაინულმა ძალებმა ბელგოროდ-22-საც შეუტიეს, ბაზას, სადაც ბირთვული არსენალის ერთ-ერთი საცავია.

დღის ამბები