უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მთავრობა გააგრძელებს ინტენსიურ პოლიტიკას იმისათვის, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მსოფლიოს ყურადღება უკრაინასა და ქვეყნის თავდაცვაზე.
ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინის ოლქებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდებათ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ცას. გუშინ ღამიდან დღეს დილამდე მათ 25 „შაჰედი“ ჩამოაგდეს. 25-დან 25. ეს შესანიშნავი შედეგია. ყოველი ასეთი ჩამოგდება ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას, ინფრასტრუქტურის გადარჩენას. მათ ასევე მოახერხეს ტერორისტების ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველასი. სამწუხაროდ, იყო დარტყმები. დნიპრო და ხარკოვი, ოდესა და ლვოვი, კიევი და ზაპორიჟიე – ჩვენს ყველა ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სრულფასოვანი საჰაერო ფარი. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.