26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა - მონაცემები ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა

საქართველოში უმუშევრების რაოდენობა, ბოლო 10 წელიწადში, თითქმის, განახევრდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზე დავიდა. მონაცემები ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2021 წელთან შედარებით უმუშევრობამ 0,9 მეათედი პროცენტით იკლო და 2022 წელს 11,3 მეათედი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წელთან შედარებით, უმუშევრობა 46 პროცენტით არის შემცირებული. მონაცემებზე, დღეს, განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ და ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს არსებული სტატისტიკაც გაიხსენა.

სამუშაო ძალის მაჩვენებლებზე მონაცემები გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც. საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასახულია როგორც დაქირავებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა. დასაქმებისა და ეკონომიკის სხვა მიმართულებით, ისტორიულ მაჩვენებლებზე საუბრობს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ დღეს არსებული ოფიციალური მონაცემები, პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის სწორ პოლიტიკასთან.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობაზე სწორად ანაწილებს. უმუშევრობის შემცირებულ ტემპზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, თუმცა აცხადებენ, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულზე რჩება.

ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიო ბანკის მონაცემები, მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე მიუთითებს. ექსპერტების თქმით, ამ ფონზე ქვეყანაში მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც უმჯობესდება, რაც მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდაზეც აისახება.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ მსგავსი ეკონომიკური აქტივობის პირობებში, არსებული პროგნოზით, საქართველოს პროგრესი გრძელვადიანი იქნება.

დღის ამბები