26 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ხის მასალის უკანონო შეძენა-რეალიზაციის ფაქტზე, 7 პირის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ხის მასალის უკანონო შეძენა-რეალიზაციის ფაქტზე, 7 პირის მიმართ, სისხლის სამართლის საქმეა აღიძრა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებს ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებაში ედებათ ბრალი.

საუბარია ჯამში ბიუჯეტისთვის დაახლოებით 200 ათასი ლარის ზარალზე. ამ თანხის ნაწილი უკვე ანაზღაურებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. 

დღის ამბები