ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. ნიგერიაში მათ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
2 ქართველი მეზღვაური ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს - მათი გათავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გუშინ მოხერხდა.