სასაზღვრო ავიაცია - მესაზღვრის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მთავარი ფუნქციაა სახელმწიფო საზღვრის და სასაზღვრო ზონის მონიტორინგია. ასევე, მათი მეშვეობით ტარდება მესაზღვრეების როტაცია, მიეწოდებათ სურსათი და სხვადასხვა სახის ტვირთი მთიან რეგიონებს. ავიაცია ყოველთვის მზადყოფნაშია სტიქიური უბედურების დროსაც, იქნება ეს ხანძარი თუ სხვა შემთხვევა.
ლალი ჯაიანი ერთადერთი მფრინავი ქალია სასაზღვრო ავიაციაში. მასაც ზუსტად ისეთივე პირობებში უწევს მუშაობა, როგორც ნებისმიერ სხვა მფრინავს. ამ საკმაოდ სტრესულ პროფესიასაც საკმაოდ კარგად ართმევს თავს.
მესაზღვრეებს ოჯახის წევრებთან კონტაქტიც ხშირად დისტანციურად უწევთ.
ზღვის დონიდან 2170 მეტრზე განლაგებული ჩირუხის სექტორი მეტეოროლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ეს ალპური ზონაა და აქ თოვლი გვიან გაზაფხულზეც დევს. გარკვეულ მონაკვეთს მესაზღვრეები ყველგანმავალი ტრანსპორტით გადიან, თუმცა არის მონაკვეთები, რომლებიც ფეხით უნდა შემოიარონ. მესაზღვრეებს ყოველდღიურად უამრავი კილომეტრის გავლა უწევთ.
ბაზაზე დაბრუნების შემდეგ მესაზღვრეებს დასვენების დროც ეძლევათ. ორ კვირაში ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან, საზღვარზე კი მათ სხვები ჩაანაცვლებენ.
ავტორი: გიორგი ქორქია