26 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
"გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს" - ხაბეიშვილი

"გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა ამ სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს" - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ამით ხაბეიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ბრიფინგს, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსმა სტუმრებმა სასტუმრო "ყვარლის ტბა" დატოვეს და ქორწილიც ჩაიშალა. 

"ქართულ ტრადიციებზე უყვარს ხოლმე ღარიბაშვილს, "რუსულ პარტიას" საუბარი – ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და ოჯახის სიწმინდე მნიშვნელოვანიაო. ამასობაში, მთელი დღე იცავენ პუტინს, ლავროვს, იმ ხალხს, ვინც ოკუპაციას ახორციელებს, ვინც მოგვიკლა ანწუხელიძე, ოთხოზორია, უამრავი გმირი ვაჟკაცი, ვინც ჩვენი მშობლები დახოცა, ბავშვები აწამა – ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ. არ მინდა, ვთქვა, რომ ესენი პოლიციელები არიან. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ესენი ხარება – ზონდერ ბრიგადაა, რადგან წესიერი პოლიციელი ლავროვის სანქცირებული შვილის დაცვას არ იკადრებს, წარმოუდგენელია. რომელ ქართულ, ტრადიციულ ოჯახში ითქმება საქართველოს სადღეგრძელო და სად მოიხსენებენ, როგორ მოიხსენიებენ პუტინს და ლავროვს, ან იმ ადამიანს როგორ მოიხსენიებენ ჩვენს ოჯახებში, სადაც ლავროვის და პუტინის დამცველი შეიძლება, ვინმე მოიძებნოს? დაფიქრდნენ საქართველოს მოქალაქეები. თუმცა, ხალხი ბრძენია და დაფიქრების გარეშეც ანალიზს მარტივად აკეთებს, რასთან გვაქვს საქმე.

საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უყვარს და ტრიუკი ჩაატარეს – გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა ამ სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, რომ პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ ,რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმები, იცავენ ბრუტალურად და ვინც გააპროტესტებს ლავროვს, მწამებლებს, ოკუპანტებს, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, ოკუპაციას რომ ახორციელებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე რომ არ დაგვაყენეს, სანქცირებული რომ არიან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რომ ვერ გადაადგილდებიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ,"- აცხადებს ხაბეიშვილი.

დღის ამბები