26 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოსთან, ამ წუთებში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რას ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება

საკანონმდებლო ორგანოსთან, ამ წუთებში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ქვეყნის მთავარ გამზირზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პარტიის აქტივისტები არიან შეკრებილი. მთავარი მოთხოვნები - რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა და იმ მოქალაქეების გათავისუფლებაა, რომლებიც დღეს სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" აქციაზე სამართალდამცველებმა დააკავეს.

"ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია - ჩვენ გვინდა ევროპა და არა რუსეთი. რუსული რეისებით ევროპაში ვერ მოვხვდებით, ვერ დავსხდებით, ვერ ჩავფრინდებით, ამაშია ძალიან მკაფიო აზრი. მერე მეორე - საქართველო არ არის ოკუპანტების საქეიფო ადგილი, ქართველი ხალხი და საქართველო არის ღირსებით აღსავსე ერი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"აგრესიული რბილი ძალის შეტევა" - ასე შეაფასა ვითარება "ლელოს" წევრმა თაზო დათუნაშვილმა.

"ქართველი მოღალატეებით სავსე თვითმფრინავი პუტინის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების ტაშ-ფანდური, ეს არის მასირებული და აგრესიული რბილი ძალის შეტევა ამ ქვეყანაზე. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყნის აი ეს ვითარება,"-აცხადებს დათუნაშვილი.

დღის ამბები