26 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მეორედ მოსვლა "ნაციონალურ მოძრაობაში" - იქნება თუ არა ერთ დროს პარტიის პირველი პირი, წლების შემდეგ პარტიის პირველი ნომერი?

"ნაციონალური მოძრაობა" ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებს ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ თავად სააკაშვილი თავს უკრაინელ პოლიტიკოსად მიიჩნევს, პარტიის ახალი მენეჯმენტი ყოფილ პრეზიდენტთან პოლიტიკურ კონსულტაციების გამართვას გეგმას. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყოს, პარტიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ ის მათი გუნდისთვის მთავარი ფიგურაა.

"ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ურჩევენ, პარტიის შესაძლებლობები რეალურად შეაფასონ და პოპულიზმისგან თავი შეიკავონ. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარტია პოლიტიკურად უკვე გაკოტრებულია.

პროცესებს არაერთგვაროვნად აფასებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ნაწილი ამბობს, რომ შესაძლებელია "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვეტილება, შემცირებული რეიტინგის გამო მიიღოს. ნაწილი კი, პარტიაში მხარდამჭერების მობილიზების რესურსს ვერ ხედავს.

მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, მედიის კითხვებს უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პატიმარი და მოქალაქეობის არმაქონე პირი, პარტიების საარჩევნო სიებში ვერ მოხვდება. მისივე განცხადებით, საზოგადოების დიდი ნაწილი ”ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს რეალურად აფასებს, რაც რეიტინგებზეც აისახება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე მეტი დრო რჩება. საარჩევნო სიების ფორმირებაზე, აქტიურ მუშაობას პოლიტიკური პარტიები, სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დაიწყებენ.

 

დღის ამბები