თბილისი მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზის რიგით მეშვიდე კონცერტის მოლოდინში. ჯაზის უბადლო შემსრულებელი, რიჩარდ გალიანო საათნახევრიანი შოუ-პროგრამით ქართველი მელომანების წინაშე წარდგება.
"გალიანოს ვნება"- ასე ჰქვია საღამოს, სადაც საქართველოში გამართული კონცერტების ისტორიაში პირველად, გალიანო ქართველი კომპოზიტორის, ნატალია თოთიბაძის მელოდიას "ტანგო ერთისთვის" შეასრულებს. კონცერტს რუსთაველის თეატრი 23 მაისს უმასპინძლებს.