კიდევ ერთი ახალი მინისერიალი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს მიეძღვნა. ორობოროსი 1937-სწორედ ასე ჰქვია სერიალს, რომელიც ქართულმა სტუდია რეი 11-მა გადაიღო.
კინო სერიების შემქმნელები შეეცადნენ მთელი სიმძიმით გადმოეცათ საბჭოთა რეპრესიები საქართველოში და უსამართლოდ დახვრეტილი ათასობით ადამიანის ბედი, თუმცა სერიალში მოქმედება ვითარდება 21-ე საუკუნეშიც.
ამ ეტაპზე ორბოროსი 1937-ის პირველი სეზონია გადაღებული, რომელიც შვიდი სერიისგან შედგება. გადასაღებად შემოქმედებით ჯგუფს სულ სამი თვე ჰქონდა.
ქართული მისტიკური ჟანრის მინისერიალი მხოლოდ კინოთეატრ კავეას კუთვნილ საიტზე, კავეა პლიუსზეა ხელმისაწვდომი.