"დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. მათ დაადასტურეს მზაობა, დაუპირისპირდნენ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში.
შემდგომი სანქციები მიზნად ისახავს გაზარდოს ხარჯები რუსეთისთვის და მათთვის, ვინც მხარს უჭერს მის საომარ ძალისხმევას.
"ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს ქმედებებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ შეიზღუდოს რუსეთის აგრესიისთვის მნიშვნელოვანი ყველა ნივთის ექსპორტი ჩვენს ყველა იურისდიქციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.