მარჯანიშვილის თეატრი ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება. თეატრის მსახური-რონალდ ჰარვუდის პიესაა, იმ დრამატურგის, რომელმაც ქართული თეატრის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პიესა მოხუცი ჯამბაზები დაწერა.
სცენაზე მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხდება, ლონდონის თეატრის პერსონალი დაბომბვების მიუხედავად, საკუთარ სამუშაო ადგილს არ ტოვებს, მოტივი პროფესიის სიყვარულია.
რონალდ ჰარვუდის პიესა არის ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდშიც არ ტოვებენ თეატრს. ასეა ლევან წულაძის სპექტაკლშიც.
”თეატრის მსახური" - დადგმა ორ მოქმედებად - პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 20 მაისს შედგება. რეჟისორი და მსახიობები, მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია სცენა მათთვის, მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ უამრავი წინაღობა არსებობს.