26 ნოემბერი 2024,   12:58
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის აქვს კითხვა - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძისა და საქართველოში აკრედიტებული ელჩების შეხვედრა დასრულდა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო.

შეხვედრას 22 საელჩოს წარმომადგენელი, მათ შორის 5 ელჩი ესწრებოდა.

"შევხედრა დიპკორუპთან ჩვენი ინიციატივით გაიმართა და შეეხებოდა მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზეც და მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო საჯაროდ მოვერიდები საუბარს. სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის აქვს კითხვა. წარდგენილი იყო როგორც მოსარჩელის პოზიციები, ასევე ჩვენი პოზიციები და ამ საკითხზე კითხვა არავის გააჩნია. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების საფუძველზე და ხელმძღვანელობს სამართლებრივი ნორმებით და არა პოლიტიკური აღქმებითა და შთაბეჭდილებებით. ჩვენ გვაქვს დიალოგი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, მათ შორის იმ ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებთან საითკენაც მიილტვის საქართველო და ეს არის ევროკავშირი", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები