სასამართლომ ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. 7-ვე წინასწარ პატიმრობაში დარჩა. რუსთავში, გარდაბანსა და გაჩიანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ. ერთ-ერთი დაკავებული არის ორუჯ მამედოვი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ ქალაქ რუსთავში აიყვანეს.
მამედოვის ადვოკატი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასულიერო პირია და სწორედ აქედან გამომდინარე ჰქონდა მას სხვა დაკავებულებთან კავშირი.