26 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ალვანის, ქვემო ალვანის და ლალისყურის მოსახლეობამ აქცია გამართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ალვანის, ქვემო ალვანის და ლალისყურის მოსახლეობამ აქცია გამართა.

თუშები, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვენ. მათი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შესაბამის სამუშაოებს ვერ იწყებს, რადგან სატენდერო დოკუმენტი ამ დრომდე მოუგვარებელია, გზის გაწმენდა კი გვიანდება.

აქციის მონაწილეები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით რამდენიმე სპეციალური რეისის დანიშვნას და იქ მყოფი მწყემსებისთვის საჭირო პროდუქტის გადატანას მოითხოვენ.

ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი. ალექსი ფიცხელაურის ინფორმაციით, გზის გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა პროცესს უამინდობა და რთული რელიეფი აფერხებს.

დღის ამბები