26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
განათლების მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

განათლების მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა - შეხვედრაზე 2 ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო, ტექნიკურ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას (ADA Universiteti) შორის.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია გაცვლითი პროგრამები, კვლევითი პროექტები და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება.

"განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც მოითხოვს მეტ ყურადღებას ორივე მხარისთვის. ასევე დავსახეთ საკმაოდ ფართო გეგმები თანამშრომლობის გაღრმავების, იქნება ეს უმაღლესი განათლების კუთხით, ერთობლივი პროგრამების დანერგვისა, პროფესორებისა და სტუდენტების გაცვლის კუთხით, ასევე სასკოლო განათლებაში და ამ თანამშრომლობის კარგი მაგალითი არის, რომ დღეს გაფორმდა მემორანდუმები „ADA-ს და თბილისის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკურ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის," - აცხადებს განათლების მინისტი გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები