26 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი კორეის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველო-კორეის ურთიერთობები, საქართველოში კორეის სრულუფლებიანი საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენების დანიშვნა, უვიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის შემოღება - ეს იმ თემების ნაწილია, რაზეც სამომავლო სტრატეგიის საკითხებში კორეის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრეს.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ნენსკრა ჰესის პროექტის მნიშვნელობას საქართველო-კორეის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.

დღის ამბები