26 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
12 წელია "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას" აუდიტი არ ჩატარებია - ზაზა შენგელია

რამდენად დაცულია საავტორო უფლებები საქართველოში და რა პრობლემებს აწყდებიან ხელოვანები, როგორ ნაწილდება ჰონორარები და გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი მუსიკოსების ნაწილის მოთხოვნებს - აღნიშნულ საკითხებზე "ღამის კურიერის" ეთერში "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია საუბრობს.

ზაზა შენგელიას ინფორმაციით, 12 წელია "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას" აუდიტი არ ჩატარებია.

"12 წელია "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" ხელმძღვანელი არის გიგა კობალაძე, ამ ხნის განმავლობაში მისი ერთადერთი მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე არის საქპატენტი, სხვა არავინ აბსოლუტურად და ამ ხნის განმავლობაში ამ ორგანიზაციას არ ჩატარებია არცერთი აუდიტი. ბოლოს კი როდესაც ამხელა ხმაური ატყდა, რამდენიმე ასეული ადამიანია, რომელმაც დატოვა ეს ასოციაცია და ეს პროცესი ყოველდღე ხდება, ყოველდღე იქიდან მოდიან უკმაყოფილო ავტორები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქპატენტის ახალი ხელმძღვანელის ინიციატივით, დღეს გასაჯაროვდა აუდიტის დასკვნა, სადაც არის კატასტროფული სიტუაცია," - აღნიშნა ზაზა შენგელიამ.

დღის ამბები