26 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში, ადამიანებს არ მისცეს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება - ირაკლი ჩიქოვანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციონერი 5 დეპუტატის მხარდაჭერას, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტში ადგილი ჰქონდა თავისუფალი მანდატის შეზღუდვის მცდელობას.

ამასთან, ჩიქოვანის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში საბოტაჟითაა დაკავებული.

"დღეს უკვე ცხადია ყველასთვის, რომ დეპოლარიზაციის წყარო ამ ქვეყანაში არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომლის ბულინგსაც და რომლის დაქვემდებარებულ მედიასაშუალების ბულინგსაც სამწუხაროდ, ვერ უძლებს სხვა ოპოზიციური ძალები. "ნაციონალურ მოძრაობას" პოლარიზაცია აქვს საკუთარ პარტიაში და ხომ წარმოგვიდგენია მათ რა დონის პოლარიზაცია შეუძლია ქვეყანაში მოახდინონ, ამიტომ წყარო ნათელია და ფაქტია. მე მგონი საბოტაჟის კი საკმარისად მძიმე სიტყვა არ არის იმ ქმედებების შესაფასებლად, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებდა და მათთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები იმისათვის, რომ რაიმე ფორმით შეეწინააღმდეგებოდნენ რეკომენდაციების შესრულებას. ვინც საქართველოს კარგად იცნობს, ძალიან ძნელია ჩვენგან ითხოვდეს ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიასთან და დავით კეზერაშვილის ფულთან დაკავშირებას, რაიმე კონსენსუსის მიღწევას. ეს ობიექტური რეალობაა, ჩვენთვის ეს ძალიან რთულია, უძნელესია, შეუძლებელიც კი, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც საღი გონება აქვთ შემორჩენილი, უფრო დიდ მიზანს ხედავ ამ ყველაფერში, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს, აქედან გამომდინარე, რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ. დღეს რაც გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, ჩაშლა რეკომენდაციის შესრულების. დავინახეთ, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში - თუ ჩემსას არ ითვალისწინებ, შენ მტერი ხარ. ადამიანებს არ მისცეს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება. ამ ადამიანებზე დაიქოქება მთელი მათი მედიასაშუალებები და მოღალატეებად გამოცხადებას დაიწყებენ," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები