თეთრი სახლის პრესმდივანი აღშფოთებულია რამდენიმე შტატში ბავშვების სქესის შეცვლის შეზღუდვით. ამის შესახებ მან "გლაადის" 34-ე ყოველწლიურ მედია დაჯილდოებაზე ისაუბრა. მედიასთან საუბრისას კარენ ჟან პიერმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ შტატში ტრანსი ბავშვის მშობლებს უწევთ საზოგადოების მუქარისგან ბავშვების დასაცავად საცხოვრებელი დატოვონ.
თეთრი სახლის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ ბავშვების დევნა საზოგადოების მხრიდან უნდა შეწყდეს და ამის წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. გარდა ამისა, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯილდო გადასცა ცნობილ ტრანს აქტივისტს ალეხანდრო კარაბალოს.
კარაბალოს აქტივობებს გმობენ მშობლების უფლებების დამცველი ჯგუფები, სადაც აცხადებენ, რომ ტრანს აქტივისტი ბავშვებზე ინტერნეტით ჰორმონებს და წამლებს ყიდის, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონოა.