26 ნოემბერი 2024,   12:58
ვრცლად
როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ტოვებენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ტოვებენ.

ნიკა მაჭუტაძის თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ქართულ ოცნებასთან" გარიგების შესახებ, არის ტყუილი და "კლანს" ემიჯნებიან.

"დეპუტატები - როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია". აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დამალვაზე საუბრობდნენ, რასაკვირველია უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არსად ვიმალებით.

ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან საუბარი იყო გარიგებაზე. ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის გარიგებია. "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაცია არ გვქონია. "ქართულ ოცნებასთან" არ გვქონია შეხვედრა. "ქართულ ოცნებასთან" არ გვქონია სატელეფონო ზარი. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს "კლანთან", იმ "კლანთან", რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო "კლანს", რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებობს,"-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

 

დღის ამბები