26 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანის ვაჟის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს. ინფორმაცია ამის შესახებ სომხურ მედიაში ვრცელდება. თავდაპირველად კი, ინფორმაცია, ფაშინიანის ოჯახის კუთვნილმა გამოცემა "ჰაიკაკან ჟამანაკმა" გაავრცელა.

"წინასწარი ცნობით, გამტაცებლები საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „შვილთა ძახილის“, წევრები არიან. მათ აშოტ ფაშინიანი აიძულეს, მანქანაში ჩამჯდარიყო. რაღაც მომენტში პრემიერ-მინისტრის შვილმა წამით გაჩერებული მანქანიდან გადმოხტომა შეძლო, რა დროსაც მას იმავე ორგანიზაციის სხვა მანქანა დაეჯახა, რომელიც უკან იყო“, - აღნიშნულია მედიის ინფორმაციაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაშინიანის ვაჟმა ფეხი დაიზიანა. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს თავად აშოტ ფაშინიანმა შეატყობინა.

სომხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვთ, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. საქმე საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.

 

დღის ამბები