მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილთან ერთად გერმანულ ტურნეს განაგრძობს. პოტს-დამის თეატრის სცენაზე გამართული კონცერტის შემდეგ, მუსიკოსებს ლუდვინსბურგის ფესტივალმა უმასპინძლა. უცხოელმა სტუმრებმა მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების, მათ შორის გია ყანჩელის ნაწარმოებები მოისმინეს.
კონცერტის ბოლოს, გერმანელი მსმენელი ფეხზე იდგა. მუსიკალურმა პროექტმა "სითი ლაითს" საერთაშორისო კრიტიკის უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. საღამოებს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩასული მსმენელი ესწრებოდა.