26 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ჩვენ ულტიმატუმის ენით საუბარს ვერ მივიღებთ - ხატია დეკანოიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევაზე

პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარს არ მიიღებენ.

დეკანოიძის განმარტებით, ოპოზიციამ და უმრავლესობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების სრული სია და დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა უნდა უზრუნველყონ და მხოლოდ ეს იქნება ჩათვლილი რეფორმად.

"ამ შემთხვევაში, ჩვენ ულტიმატუმის ენით საუბარს ვერ მივიღებთ. ამიტომ, ჩემი შემოთავაზება, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა წევრების იყო, რომ დეკემბრის შეთანხმების შემდგე, გამართულიყო კიდევ ერთი კონსულტაცია, შეხვედრა, სადაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენლები და უმრავლესობამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების სრული სია და დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა უნდა უზრუნველყონ და მხოლოდ ეს იქნება ჩათვლილი რეფორმად", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები