ქრთამის აღების ფაქტებზე, სამართალდამცველებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს თანხა მოსთხოვეს. ისინი ფულის აღების დროს აიყვანეს.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირებიც გამოვლინდებიან.