26 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მშვიდი ვითარება დახვდათ  - შსს ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მას სახლთან ნიღბიანი პირები ელოდებოდნენ, განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ლევან ბერძენიშვილის სახლთან მისვლის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მშვიდი ვითარება დახვდათ. 

"პრევენციის მიზნით, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძახებაზე ადგილზე გამოცხადნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სადაც მათ დახვდათ მშვიდი ვითარება, არ შეინიშნებოდა რაიმე დაპირისპირება ან სამართალდარღვევის ფაქტი. მოხდა გასაუბრება შეტყობინების ინიციატორთან, რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა რამოდენიმე პირბადიანი პიროვნება და პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია," - აცხადებენ შსს-ში.

მანამდე, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული.

დღის ამბები