26 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
ოფროუდი საქართველოში - "კურიერი PS" ერთი დღით ჭილის ტბას ესტუმრა

ოფროუდი - სპორტის სახეობა ავტომოყვარულებისთვის, ადრენალინი და ექსტრემი. იქ, სადაც მთავრდება გზა, აღარ არის ასფალტი, იწყება ოფროუდი. ეს არის ავტომობილისა და ეკიპაჟის გამოცდა და გუნდური თამაში. ისევე როგორც სპორტის უმეტეს სახეობაში გუნდურობა, ამ შემთხვევაშიც მთავარი პრინციპია. ხან შენ ეხმარები სხვას, ხან სხვა გეხმარება შენ, საბოლოოდ კი მიზანს აღწევ.

ოფროუდი არის  სპორტი, სადაც ჭუჭყსა და ტალახს ყველაზე მეტი ფასი აქვს. სადაც კვდება შიში. სადაც ურთიერთობები ადამიანებს შორის მით უფრო ახლოვდება, რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ოფროუდის მოყვარულთა ჩართულობა სტიქიური უბედურების დროს, გაუვალ გზებზე მანქანის მართვის გამოცდილება დიდ როლს თამაშობს. 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები