7 საათში გაყიდული ყველა ბილეთი - "გრემის", "ემტივისა" და სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური გილდიის მფლობელი ჯგუფის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, საქართველოში რეკორდულ დროში გაიყიდა.
28 000-ზე მეტ ადამიანს თბილისში, შეეძლება მოუსმინოს Imagine Dragons-ის ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა.
ამერიკული ჯგუფის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაწილი, მელომანებმა მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც კი შეიძინეს. Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოს გაიმართება.
გარდა თბილისისა, "ბლექ სი არენა" კიდევ 5 მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს. პოპულარული შემსრულებლების კონცერტები პროექტ - "აჰყევი ვარსკვლავებს" ფარგლებში დაიგეგმა.
ავტორი: ანი გენებაშვილი.