გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძევერასა და შერთულში ადიდებულმა მდინარე ლიახვმა გარკვეული სირთულეები შექმნა. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, შედეგად კი, მიწის ნაკვეთები სახლის ეზოები დატბორა.
ადგილზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან, ასევე მობილიზებულია მელიორაციის სამსახურის კუთვნილი ტექნიკა.