26 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ხვალ, თურქეთი ახალ პრეზიდენტს და პარლამენტს აირჩევს - სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ერდოღანს და მის კონკურენტს მსგავსი შანსები აქვთ

11 საათში თურქეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნება. მოსახლეობა ახალ პრეზიდენტსა და პარლამენტს აირჩევს. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი ოპოზიციონერი ლიდერი, ქემალ კილიჩ-დაროღლუა, რომელსაც სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ერდოღანის მსგავსი შანსი აქვს, თუმცა წინასწარი გამოკითხვების მიუხედავად, სოციოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ 50 პროცენტიან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი გადალახავს და ქვეყანაში, მეორე ტური გაიმართება.

"ისინი იმუშავებენ ერთად, რათა დაყონ თურქეთი, როგორც ეს ადრე გვინახავს. ისინი მუნიციპალიტეტებს, სადაც ჩვენ რწმუნებულები დავნიშნეთ, ტერიტორისტულ ორგანიზაციებს გადასცემენ და მოიწვევენ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ტერორისტებთან კავშირის გამო დავითხოვეთ. ამასთან, ისინი გაატარებენ პოლიტიკას, რომლის გატარებაც დასავლეთს სურდა და მანამდე უარი ვთქვით. როგორც იცით, ჩვენ მტკიცედ დავიცავით თურქეთის ეროვნული ინტერესები ხმელთა შუა ზღვისა და ეგეოსის, ნატო-ს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისინი ყველაფერს ჩააბარებენ დასავლეთს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკას ეხება. ბატონმა ქემალმა განაცხადა, რომ ის წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ის გააკეთებს იმას, რაც ბაიდენს სურს. შეასრულებთ თქვენ ბაიდენის ბრძანებებს? ბაიდენმა ერდოღანის მოცილების განკარგულება გასცა. რომ ხვალ საარჩევნო ყუთებთან ბაიდენსაც გავცეთ პასუხი,“ - აცხადებს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

დღის ამბები