26 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
მცირე ვარაუდი მაინც რომ არსებულიყო იმისა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს უფლებების დარღვევას, სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა პატიმრის საუკეთესო უფლებებიდან გამომდინარე - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ყველა უფლება, რომელიც ეკუთვნის პატიმარს, არის უმაღლეს დონეზე დაცული. 

"ყველა უფლება, რომელიც ეკუთვნის პატიმარს, არის სათანადო დონეზე, უმაღლეს დონეზე დაცული და დაკმაყოფილებული. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობები, თვითდაზიანების შედეგად დრამატული სცენარების შეთხზვის შესაძლებლობა არსებობდეს, ამასთან დაკავშირებით მგონი პასუხისმგებლობა ხელისუფლების მიმართ ვერ იქნება. მცირე ვარაუდი მაინც რომ არსებულიყო იმისა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს საპატიმრო უფლებების დარღვევას, მერწმუნეთ, რომ სტრასბურგის სასამართლო არ დააყოვნებდა და რა თქმა უნდა, მიიღებდა გადაწყვეტილებას ისეთს, რომელიც იქნებოდა პატიმრის საუკეთესო უფლებებიდან გამომდინარე, მაგრამ რა წამს დაინახა, რომ პატიმრის უფლებები დაცულია და დაკმაყოფილებულია სათანადო სტანდარტით, ბუნებრივია,  იქ გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა ისეთი, რომელიც მოეწონებოდა სააკაშვილს, მის მომხრეებს, მის ადვოკატებს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები