26 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
"არ იქნება არანაირი დაღლა, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება" - ჯოზეფ ბორელი

"არ იქნება არანაირი დაღლა, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება" - ეს ის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომელიც ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თქმით, მათ მშვიდობა სურთ, მაგრამ ამასთანავე აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს, ის როგორც სახელმწიფო ვეღარ იარსებებს.

"ნათელია, რომ პუტინი არ აპირებს უარი თქვას უკრაინის დამორჩილებაზე. ის გააგრძელებს უკრაინის დაბომბვას, თავდასხმას, განადგურებას. ჩვენი პრიორიტეტია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და მივცეთ თავდაცვისთვის საჭირო საშუალებები, ჰქონდეს საჭირო მედეგობა რუსეთის დასამარცხებლად. მსურს, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ არის და არ იქნება არანაირი დაღლა. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება. ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურთ. ისინი, ვისაც მშვიდობა ყველაზე მეტად უნდათ, არიან უკრაინელები. უკრაინელებს უნდათ მშვიდობა. ჩვენ მშვიდობა გვსურს, მაგრამ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვსურს, რომ უკრაინა გახდეს მეორე ბელარუსი," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი. 

 

დღის ამბები