26 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით საგანგაშო გზავნილებს შეიცავს - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან- გრიგოლ გეგელია 

ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან,- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა. 

"ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით, რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის. ეს არის მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული მოქმედება არის დაკვირვების საგანი ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური ბედით თამაში; დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე;. დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

დღის ამბები