11 მილიონი ლარის ინვესტიცია და კიდევ უფრო მეტი თანხა, რომელსაც სახელმწიფო წამლის ხარისხის შემოწმებისთვის დაზოგავს. თუკი აქამდე ჯანდაცვის უწყებას მედიკამენტების შემოწმება კერძო ლაბორატორიებში უხდებოდა, დღეიდან ამის გაკეთებას სახელმწიფო მის კუთვნილ, ულტრათანამედროვე წამლის ხარისხის ლაბორატორიაში შეძლებს. ამ დროისთვის დაწესებულებას უკვე შეუძლია კვლევების მოლეკულური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით ჩატარება.
სპეციალური გადამზადება გაიარა პერსონალმაც, რომლებსაც წამლის ხარისხის კონტროლს უცხოეთიდან ჩამოყვანილი ექსპერტები ასწავლიდნენ. ახლა ლაბორატორიაში ასევე უცხოელი ფარმაკოლოგების დახმარებით ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სერტიფიკატისა და აკრედიტაციის მოსაპოვებლადაც.