26 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს... საქართველოში უკვე არის შეშფოთება 100-ათასი რუსის შემოსვლასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ვიზიტორების შემოსვლა - კელი დეგნანი

არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს. მეტიც, ხშირად რუსი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ყოფნას იქ შეჭრის საბაბად იყენებს, - ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი. ელჩს კითხვა დაუსვეს მოსკოვის გადაწყვეტილებაზე სავიზო რეჟიმის და პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით. ა

მისი თქმით, ქართველებზე ზრუნვის შემთხვევაში, მოსკოვმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან.

"კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილების ზეგავლენაზე კომენტარს აშშ ვერ გააკეთებს, თუმცა ნამდვილად ჩნდება კითხვა: თუ რატომ ახლა? არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს. მეტიც, ხშირად რუსი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ყოფნას იქ შეჭრის საბაბად იყენებს. ამასთან, საქართველოში უკვე არის შეშფოთება ასი ათასი რუსის შემოსვლასთან დაკავშირებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ვიზიტორების შემოსვლა. თუკი პუტინი მართლაც ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მან უნდა გაიყვანოს ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ეს იქნებოდა გულწრფელი ნიშანი და ჟესტი. ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, 1979 წელს ის ანადგურებდა ქართულ ენას, შეურაცხყოფდა ეკლესიებს, მისი სამიზნე ომის დროს უკრაინაშიც და საქართველოშიც იყო საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და ბავშვები. ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას ვინმე მიესალმოს.

დიდი განსხვავებაა 2019 წელსა და დღევანდელს შორის - რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, გამოიწვია რეგიონის დესტაბილიზაცია, ახორციელებს სასტიკს ომს, რომლის მიზანიცაა ქვეყნის იდენტობის ჩახშობა და მისი ტერიტორიების მიტაცება. 2019 წლიდან განსხვავებით, საქართველო აღარაა დამოკიდებული რუსი ტურისტების ნაკადზე და გამოჩნდა, რომ სხვა ქვეყნებიდანაც ბევრი სტუმრობს ქვეყანას. რუსეთზე დამოკიდებულება შემცირებულია, ეს კი კარგია, რადგან დამოკიდებულებას რუსეთი ინსტრუმენტად იყენებდა. რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, დაველოდებით თუ როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა ამ საკითხს, სავარაუდო ფრენების დეტალებს და ამის შემდეგ დადგინდება თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს,"-განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები