26 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე. აღინიშნა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ტექნიკური ხასიათის შეთანხმებას.

დღის ამბები