26 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ჩვენმა ამომრჩეველმა დაინახა ახალი მენეჯმენტის სურვილები, მათ აინტერესებთ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, არამედ ადგილები და თანამდებობები, ადგილი აქვს პარტიის მიტაცებას - ბაჩო დოლიძე

როგორ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, პარტიაში განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო, თუმცა მისი თქმით, ახლა მდგომარეობა სულ სხვანაირია. 

დოლიძე მიიჩნევს, რომ ენმ-ს ახალ მენეჯმენტს სხვა ინტერესები აქვს. 

"ჩვენ ბევრი წლის მანძილზე ვცდილობდით, რომ განსხვავებული აზრი ყოფილიყო პარტიაში. ჩვენ, როდესაც ყოველდღიურად გადაწყვეტილებას ვიღებდით, სულ იყო განსხვავებული აზრი და ეს იყო ნამდვილად კარგი. 

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაპირისპირების დამტებითი კერები არ ყოფილიყო. ჩვენ პირდაპირ გვქონდა შეთავაზება ჩვენს მეგობრებთან, იცით თქვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებია ჩანიშნული სტრასბურგში და ვცდილობდით სიტუაციის დასტაბილურებას. სასამართლოს შემდეგ გვინდოდა პროცესები გამართვა, მაგრამ საპასუხოდ მივიღეთ ის, რომ არჩევნები მაინც ჩანიშნეს. 70 ლოკაციაზე დაპირისპირების კერის წარმოშობა ამ პარტიას დაანგრევდა, მაგრამ ჩვენი თხოვნის გათვალისწინება ნამდვილად არ მოხდა. ჩვენ შევთავაზეთ მაგრამ პასუხი იყო ის რომ არჩევენბი მაინც ჩაინიშნა.

პარტიაში ბევრი რამ შეიძლება ისე არ არის, როგორც ქვეყნაში, მაგრამ არ გავრიბივართ ქვეყნიდან, ჩვენი უამრავჯერ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია სხვა პარტიებთანაც თანამშრომლობა, მაგრამ შიგნით ეს ვერ მოხერხდა. ვიღაცეებს დავიწყებული აქვთ მთავარი არსი და აზრი, ვინც განსხვავებულად ფიქრობს იმან პარტია დატოვოს ეს არ არის სწორი მიდგომა. 

მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად დაინახა ახალი მენეჯმენტის სურვილები. მათ აინტერესებთ არა ის, რომ მიხეილ სააკაშილი გათავისუფლდეს, არამედ როგორც ჩანს აინტერესებთ ადგილები და თანამდებობები. ამათ აინტერესებთ მუდმივ რეჟიმში დაპირისპირების კერების გაჩენა. ნათლად ჩანს ეს ყველაფერი - ადგილი აქვს პარტიის მიტაცებას და სხვას არაფერს,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

დღის ამბები