26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
ლაშა პაპაშვილი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: გამიხარდა, ყველაფერი ჩვენზეა, გამოვიყენებთ სასიკეთოდ თუ არა

 

ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე  “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპაშვილმა აღნიშნა, მართალია, რუსეთთან ურთიერთობისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ქვეყანამ სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს.

"ძალიან გამიხარდა, რაღაც ნიშნები არის, რომ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც დაგვიბრუნდება. ამის ნიშანია დათმობა, რომ ვიზას არ გვთხოვს, ანუ არაა ჩვენთან ომში.

ყველაფერი ჩვენზეა, როგორ მოვიქცევით, გამოვიყენებთ სასიკეთოდ თუ არა. ბევრი სიკეთე დავკარგეთ ქართველებმა. საფრთხილო ქვეყანა რომაა ფაქტია, მაგრამ ხომ ხედავთ, უდიდესი ქვეყნები, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია, იმიტომ რომ 30%-ით იაფად ყიდულობენ, ყიდულობენ ყველაფერს იქ [რუსეთში]. რა ვქნათ, ხომ არ ამოვშალოთ ინდოეთი და ჩინეთი რუკებიდან? “- განაცხადა პაპაშვილმა.

დღის ამბები