26 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
თქვენი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია - შარლ მიშელი საქართველოს ევროპის დღეს ულოცავს

"თქვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია" - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ევროპის დღეს ულოცავს.

30-წამიან ვიდეომიმართვაში შარლ მიშელი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველომ ევროპული ღირებულებების სასარგებლოდ მკაფიო არჩევანი გააკეთა და საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.

"მივესალმები ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. დღეს, გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის, სწორედ ამიტომ თქვენი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს,"- განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები